რას ისწავლი Back-End კურსზე?

Pixel აკადემიის Back-End პროგრამირების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც არ აქვს პროგრამირების გამოცდილება, მაგრამ სურს საფუძვლიანი ცოდნის მიღება და IT სფეროში კარიერის დაწყება. ჩვენი კურსი გთავაზობს უნიკალურ სასწავლო პროცესს, რომელიც მორგებულია შენს საჭიროებებსა და გრაფიკზე

რატომ Pixel აკადემია?

  • პირველად საქართველოში ბლოკჩეინ სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს, რომელიც დაფუძნებულია Arweave-ის ბლოკჩეინზე ეს სერტიფიკატი უნიკალურია, მუდმივად დაცულია და მისი ვალიდურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია დაადასტურო. ჩვენ ვართ პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც დანერგა ეს ინოვაციური სისტემა!

  • ჰიბრიდული სასწავლო ფორმატი

    • შეგიძლია ლექციებს დაესწრო როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ რეჟიმში.
    • თითოეულ ლექციაზე თავად ირჩევ, ფიზიკურად დაესწრები თუ ონლაინ ჩაერთვები.
    • ყველა ლექცია ტარდება ერთდროულად ფიზიკურ გარემოში და ონლაინ Microsoft Teams - ში
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება კურსის განმავლობაში იმუშავებ რეალურ პროექტებზე, რაც გაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას
  • განვითარებაზე ორიენტირებული მენტორები გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც გაგიწევენ გზამკვლევობას და დაგეხმარებიან გამოწვევების გადალახვაში
  • მოთხოვნადი ტექნოლოგიების სწავლა ისწავლი C#, SQL, Entity Framework, ASP.NET MVC და Web API-ს — ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია ძლიერი ვებაპლიკაციების შესაქმნელად
arweave logo

სერტიფიცირებულია Arweave - ის ბლოკჩეინზე

computer image

Back-End დეველოპმენტი ( 100 საათი / 50 შეხვედრა / თვეში 673₾ )

  • C#

  • პროგრამირების ძირითადი პრინციპები
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (OOP) და პრაქტიკული მაგალითები
  • SQL

  • მონაცემთა ბაზის შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია
  • Entity Framework (EF)

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ავტომატიზაცია Code First და Database First მიდგომით
  • LINQ-ის გამოყენება მონაცემების მართვისთვის
  • ASP.NET MVC

  • ვებაპლიკაციების არქიტექტურის შექმნა MVC Framework-ის გამოყენებით
  • უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და მონაცემთა ვალიდაცია
  • Web API

  • RESTful API-ს საფუძვლები და მონაცემთა გაცვლის მექანიზმები (JSON, XML)
  • API-ს უსაფრთხოება და მესამე მხარის ინტეგრაცია

ვისთვის არის ეს კურსი?

ვისაც სურს გახდეს Back-End დეველოპერი და შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები

მათთვის, ვისაც ნულიდან სურს პროგრამირების სწავლა და კარიერის დაწყება IT სფეროში

ყველა მოტივირებული ადამიანისთვის, ვინც სიღრმისეულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეძებს

ყველასთვის, ვისაც სურს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი უნარების შეძენა თანამედროვე ტექნოლოგიებში

მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკაზე დაფუძნებულ კურსს, რომელიც რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას გაძლევს