რას ისწავლი Front-End კურსზე?

Pixel აკადემიის Front-End პროგრამირების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც არ აქვს პროგრამირების გამოცდილება, მაგრამ სურს საფუძვლიანი ცოდნის მიღება და IT სფეროში კარიერის დაწყება. ჩვენი კურსი გთავაზობს უნიკალურ სასწავლო პროცესს, რომელიც მორგებულია შენს საჭიროებებსა და გრაფიკზე

რატომ Pixel აკადემია?

  • პირველად საქართველოში ბლოკჩეინ სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ სერთიფიკატს, რომელიც დაფუძნებულია Arweave-ის ბლოკჩეინზე ეს სერტიფიკატი უნიკალურია, მუდმივად დაცულია და მისი ვალიდურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია დაადასტურო. ჩვენ ვართ პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც დანერგა ეს ინოვაციური სისტემა!

  • ჰიბრიდული სასწავლო ფორმატი

    • შეგიძლია ლექციებს დაესწრო როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ რეჟიმში
    • თითოეულ ლექციაზე თავად ირჩევ, ფიზიკურად დაესწრები თუ ონლაინ ჩაერთვები
    • ყველა ლექცია ტარდება ერთდროულად ფიზიკურ გარემოში და ონლაინ Microsoft Teams - ში
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება კურსის განმავლობაში იმუშავებ რეალურ პროექტებზე, რაც გაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას
  • განვითარებაზე ორიენტირებული მენტორები გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც გაგიწევენ გზამკვლევობას და დაგეხმარებიან გამოწვევების გადალახვაში
arweave logo

სერტიფიცირებულია Arweave - ის ბლოკჩეინზე

computer image

Front-End დეველოპმენტი ( 100 საათი / 50 შეხვედრა / თვეში 673₾ )

  • HTML და CSS

  • ვებგვერდის სტრუქტურის შექმნა და ვიზუალური დიზაინის აწყობა
  • SASS და Bootstrap

  • სტილის ეფექტური და მოქნილი მართვა SASS-ის გამოყენებით
  • სწრაფი და მოდულური დიზაინის აწყობა Bootstrap-ის გამოყენებით
  • JavaScript და TypeScript

  • დინამიური ფუნქციების დამატება ვებგვერდებზე
  • TypeScript-ის საფუძვლები: უფრო სტრუქტურირებული და უსაფრთხო კოდი
  • Angular

  • თანამედროვე, კომპონენტებზე დაფუძნებული ვებაპლიკაციების შექმნა
  • სერვისების, როუტინგისა და მონაცემთა მართვის საფუძვლები

ვისთვის არის ეს კურსი?

ვისაც სურს გახდეს Front-End დეველოპერი და შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები

მათთვის, ვისაც ნულიდან სურს პროგრამირების სწავლა და კარიერის დაწყება IT სფეროში

ყველა მოტივირებული ადამიანისთვის, ვინც სიღრმისეულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეძებს

ყველასთვის, ვისაც სურს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი უნარების შეძენა თანამედროვე ტექნოლოგიებში

მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკაზე დაფუძნებულ კურსს, რომელიც რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას გაძლევს