რას ისწავლი ვაჭრობის ბაზისების კურსზე?

Pixel აკადემიის ვაჭრობის ბაზისების კურსი დაგეხმარება შეისწავლო ყველა ის ფუნდამენტური საკითხი, რაც გაგიმარტივებს ვაჭრობის სტრატეგიის დაგეგმვასა და აღსრულებას.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად, ბაზრის გაანალიზებას, ჩარტების წაკითხვას, სხვადასხვა სტრატეგიების დაგეგმვას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებასა და რისკების მინიმალიზებას. ასევე შეძლებთ მარტივად გაიგოთ უკვე გაანალიზებული ტრეიდინგ სტრატეგიები და სამომავლოდ დახვეწოთ თქვენი სავაჭრო ბაზა.

ჩვენი აკადემიის კურსი გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო პროცესს, რომელიც 2 თვეში დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა იმ შეკითხვასა და გამოწვევას რაც თავის მხირვ ახლავს ვაჭრობის პროცესს.

რატომ Pixel აკადემია?

  • პირველად საქართველოში ბლოკჩეინ სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს, რომელიც დაფუძნებულია Arweave-ის ბლოკჩეინზე ეს სერტიფიკატი უნიკალურია, მუდმივად დაცულია და მისი ვალიდურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია დაადასტურო. ჩვენ ვართ პირველი აკადემია საქართველოში, რომელმაც დანერგა ეს ინოვაციური სისტემა!

  • ჰიბრიდული სასწავლო ფორმატი

    • შეგიძლია ლექციებს დაესწრო როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ რეჟიმში.
    • თითოეულ ლექციაზე თავად ირჩევ, ფიზიკურად დაესწრები თუ ონლაინ ჩაერთვები.
    • ყველა ლექცია ტარდება ერთდროულად ფიზიკურ გარემოში და ონლაინ Microsoft Teams - ში
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება კურსის განმავლობაში იმუშავებ რეალურ პროექტებზე, რაც გაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას
  • განვითარებაზე ორიენტირებული მენტორები გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც გაგიწევენ გზამკვლევობას და დაგეხმარებიან გამოწვევების გადალახვაში
arweave logo

სერტიფიცირებულია Arweave - ის ბლოკჩეინზე

computer image

ვაჭრობის ბაზისები ( 32 საათი / 16 შეხვედრა / თვეში 1200₾ )

  • ბაზრის ანალიზი

  • მოგეხსენებათ კრიპტო ბაზარში ძალიან ბევრი აქტივია, რითაც შეგიძლიათ ივაჭროთ, მართალია ჩარტი გეუბნებათ ყველაფერს ბაზრის მოთამაშეების შესახებ, თუმცა არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც დაგეხმარებათ ფუნდამენტურად შეისწავლოთ ესა თუ ის აქტივი.
  • ბუნებრივია ტექნიკური ანალიზის გარეშე, ბაზრის მდგომარეობის გაგება ძალინ რთულია, ამიტომაც შევისწავლით ყველა იმ პოპულარულ ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიიღოთ ჩარტებიდან.
  • ფინანსური და კრიპტო ბაზრის ციკლების მიმოხილვა, მათი მსგავსება და განსხვავებები.
  • ჩარტების სწორად წაკითხვა და ინტერპრეტირება

  • იაპონური სანთლების ანატომია, მათი კომბინაციები და ბაზრის ლოგიკა სანთლებს მიღმა. ტრენდის ცვლილების ნიშნები.
  • საყრდენისა და წინააღმდეგობის კონცეფცია.
  • სავარაუდო სცენარების დაგეგმვა და ამ სცენარების შიგნით რისკების დაზღვევა.
  • განგრძობითი კანონოზომიერებები.
  • ვაჭრობის სტრატეგიები

  • ვაჭრობის სტრატეგია ბაზარზე დაკვირვების ხანგრძლივობის მიხედვით
  • რისკების მენეჯმენტი და სავაჭრო აქტივების დივერსიფიცირება.
  • ბაზრის ვოლატილურობისგან თავის დაცვა ან პროფიტების დაფიქსირების ოპტიმიზება.
  • პრაქტიკული ხრიკები

  • ბირჟებისა და სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმების გამოყენება.
  • ინფორმაციების მოძიების სანდო წყაროების განხილვა, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
  • წარსულის ანალიზი სიახლეების კონტექსტში.

ვისთვის არის ეს კურსი?

ეს კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის ვისაც პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს სწორად კრიპტოთი ვაჭრობის მოგზაურობაში. ადამიანების უმრავლესობა მოგვმართავენ კითხვით. “რამდენ ხანში შევძლებ ვაჭრობა ვაქციო ჩემს ყოველდღიურ პროფესიად?”. ეს კურსი ამ კითხვაზე გაცემის საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა დაგაკვალიანებთ და აგიხსნით იმ ბაზისებს, რაც თავის დროზე ნასწავლი აქვთ უკვე გამოცდილ ტრეიდერებს

ეს კურსი ასევე დაგეხმარებათ ინვესტორებს , რომელთაც არ სურთ ყოველდღიურად ჩარტების ყურება, მაგრამ როდესაც დააპირებენ ამა თუ იმ აქტივის ყიდვას, სურთ მიიღონ ინფორმირებული და გაანალიზებული გადაწყვეტილრბა. ბოლოს და ბოლოს ვაჭრობა, მხოლოდ ყიდვას ხომ არ მოიცავს? მოკლედ დამატებითი შეკითხვებისთვის, შეავსეთ სარეგისტრაციო ლინკი

მოტივირებული ადამიანისთვის ვისაც სურს, რომ მიიღოს სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკა

მათთვის ვისაც დამოუკიდებლად სურს გამოიყენოს ბაზრის შესაძლებლობები და არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე

თუ ვინმე ეძებს კითხვაზე პასუხს “როგორ?” და არა “რა?”-ს, მაშინ ეს კურსი მათთვის არის